Website is working in a trial mode

(Old version)
  • For Students
    left arrow
  • For applicants
    left arrow
  • research
  • Alumni
  • International
  • Innovation Center
  • geo
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    იტალიის უნივერსიტეტში საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

    25 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ლუისის გვიდო კარლის უნივერსიტეტს (Luiss Guido Carli University) შორის საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
    შეხვედრა გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესისი ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. შეხვედრაზე ონლაინ ჩაერთო ლუისის უნივერსიტეტის პროფესორი მერი კაზაზი, რომელმაც დეტალურად აღწერა პროგრამის არსი, სტუდენტების შერჩევის კრიტერიუმები და უნივერსიტეტის აკადემიური და სოციალური აქტივობები, რომელშიც სტუდენტებს შეეძლებათ ჩართვა.
    აღნიშნული თანამშრომლობით, რომელიც მემორანდუმის საფუძველზე  ხორციელდება, საფუძველი ჩაეყარა სტუდენტთა მობილობის (Twinning Program) პროგრამის ამოქმედებას, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შეუძლიათ მობილობის საფუძველზე ბაკალავრის ხარისხის მოპოვება ეკონომიკის მიმართულებით. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ოთხ სასწავლო წელს: პირველ სასწავლო წელს სტუდენტი დაფარავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ისწავლის ლუისის უნივერსიტეტში, სწავლების მეოთხე წელს კი სწავლას დაასრულებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 
    შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. განხილულ იქნა სტუდენტებისათვის საინტერესო ყველა საკითხი. დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ინდივიდუალური კონსულტაციები გამართაონ იტალიურ მხარესთან.